გორის მერია - სადგურის დასახლებაში, პირველად უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში, საბავშვო ბაგა-ბაღი ამოქმედდა

გორში, სადგურის დასახლებაში ბაღის შენობა დღეს საზეიმოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს, - ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არ ესწრებოდნენ ბაღში რეგისტრირებული ბავშვები და მათი მშობლები. ღონისძიების შემდეგ დაწესებულება სათანადო წესით დამუშავდება და სააღმზრდელო პროცესს 15 ოქტომბრიდან დაიწყებს.

მე - 11 ბაგა-ბაღი გორის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ლიფტით სრულად ადაპტირებული პირველი საბავშვო ბაღია. შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა, ორსართულიანია და სამ ჯგუფზეა გათვლილი. თითოეული ჯგუფისთვის გამოყოფილი სივრცე მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელსა და სანიტარულ კვანძს, ხოლო ყველაზე პატარა ასაკობრივი ჯგუფისთვის - დამატებით საძინებელ ოთახს. შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც.

პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სადგურის დასახლებაში უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებდა, რის გამოც, ბავშვებს ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული. 15 ოქტომბრიდან კი ახალ მე-11 საბავშვო ბაღში 100-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას უსაფრთხო, კომფორტულ და განმავითარებელ გარემოში შეძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო