ნინო ბურჯანაძე ხაშურში და რუისში ამომრჩევლებს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე ხაშურში და რუისში ამომრჩევლებს შეხვდა. ,,მე არ ვარ პოპულისტი და მატყუარა ადამიანი და არ გეტყვით, რომ მინისტრმა ან პრეზიდენტმა მეტროთი და ავტობუსით უნდა იაროს, მაგრამ მთავრობის წევრების ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მშიერი ცხოვრობს", - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ხაშურისა და რუისის მოსახლეობას შეხვდა.

მათთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ 2016 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" მაშინ მათი ხმები სხვადასხვა სატელიტ პარტიებს გადაუნაწილა. როგორც ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობასთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების საშუალებას აღარ მისცემს.

ამომრჩევლებმა პარტიის ლიდერთან საუბარში გამოყვეს სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, არასაკმარისი პენსია, უსამართლოდ მოხსნილი სოციალურად დაუცველის სტატუსი.

ნინო ბურჯანაძემ ხაშურისა და რუისის მოსახლეობას მხარდაჭერის შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

,,ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მომზადებულია ისეთი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შეიძლება ისე არ ბრწყინავს ციფრებით და დაპირებებით, როგორც ,,ქართული ოცნების", მაგრამ ჩვენი დაპირებები არის რეალისტური. მოსახლეობას დღეს უკიდურესად უჭირს, არამარტო ხაშურში და რუისში, არამედ ყველა რეგიონში სადაც ჩავედი. თქვენ შეგიძლიათ ამის შეცვლა, თქვენს ხელშია თქვენი პრობლემების მოგვარება, იმით რომ სანამ 31 ოქტომბერს ბიულეტენში რომელიმე პარტიას შემოხაზავთ, კარგად დაფიქრდით, ვის აქვს ძალა და გამოცდილება გვერდში დაგიდგეთ თქვენ თითოეულ მოქალაქეს და სრულიად ქვეყანას. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, ვინ გსურთ ხელისუფლებაში", - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ხადურისა და რუისის მოსახლეობას.

ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთთან ურთიერთობის სტაბილიზაციაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ,,ერთიანი საქართველოს" გეგმაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა