ბორჯომში  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა.

„პროექტის ფარგლებში, შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები, ასევე, გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები, შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი; მოწესრიგდა გათბობის სისტემა და ელექტროგაყვანილობა, მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი. უახლოეს პერიოდში შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება, რის შემდეგაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ფუნქციონირებას დაიწყებს. ბორჯომის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 13 წრე ფუნქციონირებს. დაახლოებით 200-მდე აღსაზრდელი უახლოეს მომავალში განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 562 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბოლო 50 წელია სარემონტო საუშაოები არ ჩატარებულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა