ბათუმში გამოცემა "ბათუმელების" მხარდამჭერი აქცია  გაიმართა

ბათუმში გამოცემა "ბათუმელების" მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციაზე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ჟურნალისტების განცხადებით, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ კოლეგის მიმართ სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, ჟურნალისტებმა საჯარო პირის მხრიდან აღნიშნული ფაქტი დაგმეს.

"ჯუმბერ ვარდმანიძისგან ეს დამოკიდებულება არ გამკვირვებია, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს პრაქტიკა და მიდგომა დიდი ხნის წინ დაამკვიდრა. წლებია, ჩვენ ვხედავთ, როგორ ახალისებს ხელისუფლება სიძულვილის ენას, ძალადობას, როგორ ესხმიან თავს რეპორტიორებს კრიტიკული კითხვების გამო. მე დღეს აქციაზე იმიტომ გამოვედი, რომ კოლეგებს სოლიდარობა გამოვუცხადო. მიუხედავად მათი ასეთი აგრესიისა, ჩვენ კრიტიკული კითხვების დასმას კვლავ გავაგრძელებთ, და მუდამ დისკომფორტს შევუქმნით" , - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „TV 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.

ცნობისთვის, გამოცემის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტს კრიტიკული კითხვის დასმის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

ხელვაჩაურის მერის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარი თავად გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გადაადგილდება მერი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის კუთვნილი ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. მერმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, შემდეგ კი გინებაზე გადავიდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ესაუბრებოდა ჟურნალისტს. საჭიროდ ჩავთვალეთ გამოგვექვეყნებინა ჩანაწერის ფრაგმენტი, რადგან, ვთვლით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, - აცხადებს ნანა კვაჭაძე, „ბათუმელების“ მმართველი რედაქტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო