„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ტელეკომპანია „იმედის“ წინ საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა სპიკერის, თათია ვახტანგაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ არღვევს კანონს, რომელიც ავალდებულებს, რომ გაუშვან პოლიტიკური რეკლამა მათ ეთერში.

მისივე განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კლიპში, ნეგატიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე მიხეილ სააკაშვილი.

„დღეს აქ მოვედით იმის საჩვენებლად, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არღვევს კანონს, რომელიც ავალდებულებს მას, რომ გაუშვას პოლიტიკური რეკლამა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობად“ მონათლოს. ჩვენი კლიპის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ეჩვენებინა ეს განსხვავებები, რომ ივანიშვილი არის ძალა, რომელსაც სურს არსებული ჭაობის შენარჩუნება და მიხეილ სააკაშვილი გვექაჩება წარსულისაკენ, 2012 წლამდე მდგომარეობისაკენ. ამ სიმართლის გაშუქება არ შედის „იმედისა“ და ივანიშვილის ინტერესებში და სწორედ ამიტომ მოვედით და ჩვენ გავაშუქეთ ტელეკომპანია „იმედთან“ ეს კლიპი“, - განაცხადა თათია ვახტანგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა