ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.  პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდგინდა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანს დინა გასიევას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

გასიევას თქმით, ე.წ. პრეზიდენტმა კორნავირუსზე „პი-სი-არ“ ტესტი გაიკეთა და მისი პასუხი უარყოფითია.

ბიბილოვის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის იგორ კოზაევის ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შენობაში შემსვლელთა რაოდენობა შეიზღუდა, გამკაცრდა პირბადის ტარების რეჟიმი.

ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის პერიოდში, მთლიანად, კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა. 15 სექტემბრიდან კი - რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, 62 შემთხვევა გამოვლინდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა