ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდი გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი  როგორც ზუგდიდელებისთვის, ისე ტურისტებისთვის

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმციას პრესსასმსახური ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი დღეს მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში თათარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

,,შეხვედრებზე ძალიან კარგი განწყობაა, ვუახლოვდებით საარჩევნო მარათონის ბოლოს და ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ამომრჩევლის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

ამომრჩეველმა იცის, რომ სხვადასხვა გამოწვევისთვის შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მას შემდეგ, რაც პოზიტიურ შედეგს დავდებთ ზუგდიდში და, რა თქმა უნდა, ყველანი ერთად დავიწყებთ მუშაობას უკეთესი, კიდევ უფრო კომფორტული ზუგდიდისთვის.

ზუგდიდი გახდება, კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი როგორც ზუგდიდელებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ჩვენ შევქმნით ამისათვის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას და ყველა წინაპირობას, რომ ზუგდიდი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი იყოს საქართველოში“, - განაცხდა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა