8 თვის მონაცემებით, საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება

2020 წლის 8 თვის მონაცემებით (იანვარი- აგვისტო), საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა. ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოსგან გამოითხოვა.

მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1146 შემთხვევიდან, რომელზეც მიმართვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში შევიდა, 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას, ადრეულ ქორწინებასა და არასრულწლოვნის ორსულობას 87, ფიზიკური ძალადობა 256 შემთხვევაში დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად სტატისტიკა ასე გამოიყურება: ფიზიკური ძალადობა - 256; ფსიქოლოგიური ძალადობა - 401; უგულებელყოფა -152;იძულება - 3; სექსუალური ძალადობა - 55; ოჯახში ძალადობა - 120; მიტოვება - 7; ეკონომიკური ძალადობა - 19; ადრეული ქორწინება/არასრუწლოვნის ორსულობა - 87; სუიციდის მცდელობა - 19; ბულინგი - 6;კიბერბულინგი - 5; ტრეფიკინგი - 2; ადევნება- 2; ფემიციდი -5; არამართლზომიერი გადაადგილება - 1; არასრუწლოვნების კონფლიქტი - 6.

აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, ძალადობის ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. 2019 წელს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სააგენტოში 1624 მიმართვა შევიდა.

აქედან: ფიზიკური ძალადობა - 342; ფსიქოლოგიური ძალადობა - 402; უგულებელყოფა - 504; სექსუალური ძალადობა - 88; ადრეული ქორწინება - 113; ოჯახში ძალადობა - 87; ბულინგი - 20; სუიციდის მცდელობა - 35; მიტოვება - 16; შრომითი ექსპლუატაცია - 9;არასრულწლოვნის მშობიარობა - 2; ტრეფიკინგი - 6.

სააგენტოს ცნობით, 2019 წელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის მიზეზით ალტერნატიულ სერვისებში განთავსდა 133 ბავშვი, 2020 წელს კი 69 ბავშვი, აქედან: 28 - მინდობით აღზრდაში, 22 - მცირე საოჯახო ტიპის სახლში; 12 - ძალადობის თავშესაფარში, 2 - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი; 5 - დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა