საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის განკარგულებით ქალაქ ზუგდიდში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 55 ქუჩაზე მიმდინარეობს.

„უახლოეს პერიოდში რეაბილიტაცია დამატებით 17 ქუჩაზე დაიწყება და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 72 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთი სიგრძე 55 კმ-ია და მათ ერაბილიტაციას 50 მლნ. ლარი მოხმარდება. ქალაქ ზუგდიდში უკვე დასრულდა ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტყაია-რიყის გავლით სოფელ პალურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება. პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა