სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ადგილზე ღია კერები აღარ შეინიშნება, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხანძარი მთის ფერდზე, მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ცეცხლის ქრობაში სახანძრო ავტოტექნიკა ვერ ჩაერთო. კერებამდე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი ფეხით მივიდა და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობს ხანძარს. მესამე დღეა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათ 80 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 160 ტონამდე წყალი დაასხეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ადგილზე ღია კერები აღარ შეინიშნება, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხანძარი მთის ფერდზე, მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ცეცხლის ქრობაში სახანძრო ავტოტექნიკა ვერ ჩაერთო. კერებამდე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი ფეხით მივიდა და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობს ხანძარს. მესამე დღეა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათ 80 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 160 ტონამდე წყალი დაასხეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს