აჭარაში კორონავირუსისგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 207 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

უწყების ცნობით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა და Covid კლინიკებში 550 პაციენტი იმყოფება, აქედან 15 არასრულწლოვანი და 26 ორსულია.

"კლინიკაში 47 თავისუფალი საწოლია. Covid სასტუმროებში 763 პაციენტი გადის მკურნალობას, აქედან 65 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 900-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. გარდაიცვალა 4 პაციენტი", -აცხადებენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს