ექიმის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

ექიმის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 189 პაციენტიდან 44 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 22 პაციენტს მაღალი წნევით ჟანგბადი მიეწოდება.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 135 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში არის მოთავსებული, დღეს რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით. კლინიკაში საწოლების რაოდენობა 220-მდე გაიზრდება“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.