სოზარ სუბარი საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი, რაიონში არსებულ საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა, ბიზნესმენებთან გაიხსენა ის პერიოდი, როცა იგი სახალხო დამცველი იყო და განსაკუთრებით იცავდა ბიზნესმენების უფლებებს. მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოს აშენება ძლიერი ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია.

„მაშინ, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა უმუშევრობაა, სწორედ ბიზნესს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. მთავარია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ბიზნესი იყოს თავისუფალი და მეორეს მხრივ იქმნებოდეს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბიზნესს საქმიანობას გაუადვილებს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდნენ. მინისტრი ადგილობრივ ბიზნესმენებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა და გააცნო ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი. ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დამოუკიდებლობა და მისი მხარდაჭერა. მინისტრმა ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და უახლოეს პერიოდში საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნულ ინფორმაციას ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა