პრემიერი - ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როცა განსაცდელის ჟამში ვართ

ჩვენს ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველის ტაძარში განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობა სახელმწიფოებრივი დღესასწაულია და დღევანდელი დღე პატრიარქს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა.

„სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური ღონისძიება - სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. საქართველოს მოქალაქეებს, ექიმებს, ეკლესიას, მთავრობას, ყველას ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ ისეთი ძლიერი მტერი, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ და რა თქმა უნდა, ამ ერთიანობით ჩვენ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში სვეტიცხოვლობას ვულოცავ პატრიარქს და ყველა მოქალაქეს და მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის განცხადებით, ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როცა განსაცდელის ჟამში დგას

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ