გოჩა ენუქიძე ნაკრას ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრას ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს.

გოჩა ენუქიძის თქმით, მიგრაცია ამ მხარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, მიგრირებული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად.

,,სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სოციალური პროგრამები, საგადასახადო შეღავათები და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება. კერძოდ ნაკრას ხეობაში: აშენდა საბავშვო ბაღი, აშენდა სამედიცინო ამბულატორია მიმდინარეობს სპორტული დარბაზის მშენებლობა, რეაბილიტირდა სოფელ ნაკრაში გამავალი საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაკრის საჯარო სკოლის მშენებლობა”,- აცხადებს გოჩა ენუქიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო