არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯზე - კონკრეტულ საკითხებს გამოძიება იძიებს, ამ დროს ძველი ოპოზიცია გამოდის და ორკესტრირებულად თავს იმართლებს - ჰკითხეთ ამ ხალხს, თავს რაზე იმართლებენ?

გამოძიებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბრიფინგი ჩატარებული, როდესაც ძველი ოპოზიციისგან ორკესტრირებული თავდაცვის რეაქცია ვნახეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით თემის კომენტირებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და „ოპოზიცია თავს იმართლებს, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს“.

„სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერსებს პოლიტიკური კალენდარი არ გააჩნია. სახელმწიფოს და სამშობლოს ინტერესები არის ნომერ პირველი და როდესაც საჭიროება მოითხოვს, ხელისუფლება იმისთვის არის, რომ ნაბიჯები გადადგას. ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოებრივ საკითხთან დაკავშირებით მომავალში თემები გადავდოთ. ვინ სცადა ამ საკითხის პოლიტიზირება, მგონი საზოგადოება კარგად ხედავს. ჯერ კიდევ გამოძიებას არ ჰქონდა ბრიფინგი ჩატარებული, როდესაც ძველი ოპოზიციისგან ვნახეთ ორკესტრირებული თავდაცვის რეაქცია. რაზე იმართლებდნენ თავს, მაშინაც ვიკითხე და დღესაც ვკითხულობ. გაგიჩნდათ ეს შეკითხვა? კონკრეტულ საკითხებს გამოძიება იძიებს, ამ დროს ძველი ოპოზიცია გამოდის და ორკესტრირებულად თავს იმართლებს. კითხეთ ამ ხალხს, თავს რაზე იმართლებენ, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს“,-განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო