მეუფე იოანე დავით გარეჯის საქმეზე - თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ, იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ

თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ,- ასე პასუხობს დავით გარეჯთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი.

მისი თქმით, ამ საკითხს უფრო ღრმა განხილვა სჭირდება და არა დაკავებული ორი პირის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დონემდე.

„მე არ ვიცი, რატომ, რისთვის დააკავეს. ვინც დააკავა, ალბათ იმან იცის და იმას უნდა ჰკითხოთ. მე რა კითხვები უნდა მქონდეს?! მითხარით, რა ბრალი წაუყენეს?! რა მძიმე ბრალდება, კაცის მკვლელობა?! მაშინ, მე მაქვს კითხვა, ეს მიზანდასახულად მოხდა ამ ორი ადამიანის მიერ?! ამაში მთავრობა არ მონაწილეობდა?! მთავრობის გარეშე შესაძლებელია ასეთი რუკა ოფიციალური გამხდარიყო?! ამიტომ, ამას უფრო ღრმად უნდა განხილვა და არა, ამ ორი ადამიანის დონეზე.

თუ ლოგიკურად ვიაზროვნებთ, სახელმწიფო სტრუქტურასთან შეთანხმების გარეშე, რა რუკაც არ უნდა შევადგინო, მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება. თუკი ამ რუკას თავის დროზე ძალა მიენიჭა და მოხდა დარღვევა, მაშინ, იმ ხელისუფლებას, ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოჰკითხოთ“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

ამასთან, მეუფემ აღნიშნა, რომ გარეჯთან მიმართებით პოლიტიკურ პროცესებსა და 2020 წლის არჩევნებთან კავშირს ვერ ხედავს.

„როცა გახდა ცნობილი, მაშინ გაცხადდა და არჩევნებთან რა კავშირია, არ ვიცი“, - განაცხადა მეუფემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე