არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული ზომები ისე იქნება მიღებული, რომ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებაში ხელი არ შეეშალოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით არჩევნების დღეს განსაკუთრებული ზომები მიღებული იქნება ისე, რომ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებაში ხელი არ შეეშალოთ.

"საარჩევნო კოდექსის” დონეზე ძალიან პრინციპული რეგულაციები მივიღეთ და სრული მხარდაჭერა მივეცით, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციას იმისთვის, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს. ეს ეხება, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ამომრჩევლებს,ისე დამკვირვებლებს. ჩვენ მზად ვართ, საავიაციო რეისებით დაწყებული, თითოეული დამკვირვებლის უსაფრთხოებით დასრულებული, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი მუშაობა არჩევნებზე დაკვირვების თვალსაზრისით. ასევე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება. არჩევნების დღეს მიღებული იქნება სათანადო ზომები. ყველა პარტია მაქსიმალურად ვიცავთ ამ პრინციპებს, მაგრამ არჩევნების დღეს განსაკუთრებული ზომები მიღებული იქნება ისე, რომ ჩვენს მოქლაქეებს ხელი არ შეეშალოთ არჩევანის გაკეთებაში. ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველა ვმუშაობთ იმისთვის, რომ პანდემიის გავრცელებამ უფრო რთული სახე არ მიიღოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავშეყრის ადგილებში, ღია სივრცეებში და მათ შორის საარჩევნო პროცესში პირბადის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ზომა იქნება უსაფრთხოების დასაცავად.

"ჩვენ ყველა მოქალაქეს, არჩევნების დღეს, უზრუნველვყოფთ პირბადით, დეზინფეციის შესაძლებლობებით, რაც მთავარი წესებია covid19-ის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ველით რაიმე გაზრდილ რისკებს არჩევნების პროცესში, თუ ჩვენი მოქალაქეები შეასრულებენ იმ ელემენტარულ პროცესს, რომელიც დღესაა მოწოდებული. ცვლილებები,რომელიც ჩვენ საარჩევნო კოდექსში მივიღეთ, სწორედ იმისთვისაა მოწოდებული, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისიწინებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და საარჩევნო ადმინისტრაციამ 31 ოქტომბერს ყველა სათანადო ზომა მიიღოს, რათა მოქალაქეები, დამკვირვებლები, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები მაქსიმალურად დაცულები იყვნენ", - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა