ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ტერიტორიაზე 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი წერილი აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს 12 ოქტომბერს გაუგზავნა.

”გთხოვთ, დაუყოვნებლივ აღმოგვიჩინოთ დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკაში დროებითი, 500-საწოლიანი საველე სამედიცინო ჰოსპიტალის განთავსებით, ასევე სამედიცინო პერსონალის, სპეციალიზირებული აღჭურვილობისა და საჭირო მედიკამენტების მოწოდებით“,- ნათქვამია წერილში.

ე.წ. თავდაცვის მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ „ქვეყანაში“ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს 500-საწოლიანი საველე ჰოსპიტალის მოწყობას სთხოვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა