გოჩა ენუქიძე ჭუბერში მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ჭუბერის თემში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას მხარის განვითარების გეგმებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. გოჩა ენუქიძის განცხადებით, ჭუბერის ხეობას განსაკუთრებული პოტენციალი აქვს სასოფლო-სამეურნეო და საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისთვის.

,,სწორად უნდა გამოიყენებოდეს ის ენერგეტიკული პოტენციალი და სასარგებლო წიაღისეული, რომელიც ზემო სვანეთის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს. ამასთანავე, ჭუბერის თემში, რეაბილიტირდა ჭუბერი-საკენის 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, მიმდინარეობს ჭუბერის საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს ჭუბერის საბავშვო ბაღის მშენებლობა, დაგეგმილია ყარსგურიშის საჯარო სკოლის მშენებლობა, დაიხარჯა 1 მილიონ ლარზე მეტი სტიქისგან დამცავ და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე, დაგეგმილია სოფელ დევრასთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დაგეგმილია ზედა მარღთან დამაკავშირებელო ხიდის მშენებლობა, დაგეგმილია ჭუბერის წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციაც“,-აცხადებს ენუქიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა