რომან გოცირიძე - ქართული ოცნების" ხელისუფლება განწირულია, ორი კვირის შემდეგ, ამ შედეგს ვნახავთ

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებზე მარცხისთვის განწირულია.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ქართული ოცნება" შეშინებულია ".

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ დრო და ფული საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოახმარა.

"ძალიან შეშინებულები არიან, ჩააფლავეს ყველაფერი, რისი ჩაფლავებაც შეიძლებოდა, ჩამოშალეს ლარი, დაანგრიეს ეკონომიკა და საშინელი სომხური სცენარით მიმდინარეობს ქვეყანაში პანდემია. უკვე დღეში 700-მდე ინფიცირებულია, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ გავასწრებთ სომხეთს და ყველა იმ ქვეყანას, სადაც ეს ყველაზე ცუდი ფორმით წარიმართა. ჰქონდათ 5 მილიარდი, დრო, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს ვერც ჯანდაცვის სისტემის, ვერ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად. აი, ეს არის ხელისუფლების ნამდვილი სახე, მათ ეს ფული საკუთარ პოლიტიკურ და კორუფციულ ინტერესებს მოახმარეს, ამიტომ, " ქართული ოცნების" ხელისუფლება განწირულია. ორი კვირის შემდეგ, ჩვენ ამ შედეგს ვნახავთ", -აცხადებს გოცირიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა