შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოსკონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული, კორონავირუსით დაავადებული 140-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.
ამის შესახებ თეა ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ასევე, უწყვეტად გრძელდება ჯანდაცვის რეფერალური მომსახურების სისტემის მუშაობაც.
„კორონავირუსით დაავადებული დაახლოებით, 140-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერთეული შემთხვევებია ცხინვალის რეგიონიდან, დანარჩენ პაციენტებს ვიღებთ ოკუპირებული აფხაზეთიდან. ასევე მოქმედებს ჯანდაცვის რეფერალური მომსახურების სისტემა, რომელიც არ შეწყვეტილა ამ პერიოდის განმავლობაში და იქ გაცილებით მეტი, რამდენიმე ასეული ადამიანია, ვისაც ვუმკურნალეთ და სჭირდებოდათ დახმარება მძიმე დაავადებების გამო“, - განაცხადა ახვლედიანმა.
იხილეთ ვიდეო: თეა ახვლედიანი - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოყვანილი 140-ზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს