გოჩა კურდღელია - ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა

ფოთის მუნიციპალიტეტში, 9 სხვადასხვა ლოკაციაზე მინი - სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

“ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. იმისათვის, რომ ბავშვები, ახალგაზრდები უფრო მეტად დაიტვირთონ სპორტული აქტივობებით, საჭიროა მეტი კომფორტული და მოწესრიგებული მოედანი. მიმდინარე წელს სრულ რეაბილიტაციას ჩავუტარებთ 13 მინისტადიონს, რაც ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ მოედნებზე გამართონ შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მუნიციპალიტეტი მომავალ წელსაც აქტიურად განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო მეტი სპორტული სივრცე მოწესრიგდება”, - განაცხადა ფოთის მერმა.

უწყების ცნობით, მინისტადიონების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარი დაიხარჯება.

„ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა - მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზები, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო