ნინო ბურჯანაძე კახეთში ამომრჩეველს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, კახეთში ამომრჩეველს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ გურჯაანის და თელავის ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან ასევე ადგილობრივებისგან მოისმინა რეგიონში არსებული პრობლემები და გამარჯვების შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაპირდა.

ბურჯანაძის თქმით, კახეთის ძირითად პრობლემად ყურძნის ფასი რჩება, რაც რეგიონში სიდუხჭირეს და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს.

"ხელისუფლებას ამ ხალხისთვის არ სცალია. ხელისუფლებას ისინი ახსენდება მხოლოდ არჩევნების წინ. რთველის დროს ადეკვატური ფასი არ არის ყურძენზე, მოსავლის აღება პრობლემაა, არანაირი ყურადღება არ აქვთ ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს, არ აქვთ სასმელი წყალი, სარწყავ სისტემაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა