ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ოპერის თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ოპერის თეატრის სეზონის გახსნას დაესწრო.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, სეზონი გაიხსნა ერთგანყოფილებიანი კონცერტით, რომელიც ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. მწვანე თეატრში გაიმართა.

„კონცერტში, რომელსაც თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის ოპერის თეატრმა დღეს 52-ე სეზონი გახსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა