ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექნება

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დევნილ ოჯახებს ბარამიას, თაბუკაშვილის ქუჩებსა და ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე დასახლებაში შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში საკუთარი საცხოვრებელი ექნება.

,,დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი - ამას თითოეულ დევნილს ვპირდები. ზუგდიდში ბინა უკვე 895 დევნილ ოჯახს გადავეცით. ახლაც მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, საერთო ჯამში, 1000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად" ,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კანდიდატმა იმ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის სახლის შესყიდვას გულისხმობს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე 800-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. დევნილებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ქალაქის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა