სამინისტრო - 30-წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „საქართველოს მელიორაცია“ დირექტორთან, დავით წითლიძესთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„სამელიორაციო-საირიგაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებშიც კი, შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონში დავიწყეთ სრულდება, რაც, დამატებით, 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის წყალუზრუნველყოფის საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპისთვის, მთლიანად ქვემო ქართლში, 20 000 ჰექტარზე მეტი ფართობი ირწყვება. წლიდან წლამდე, წყალუზრუნველყოფილი ტერიტორიები როგორც ქვემო ქართლში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის არსებობის გარეშე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებების პირობებში, თანამედროვე სოფლის მეურნეობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია წყლით უზრუნველყოფასთან, ვერ განვითარდება. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სარწყავი და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ჩვენი მომდევნო ოთხი წლის მნიშვნელოვანი გეგმა და პრიორიტეტია“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლებში ხიხანსა და შაუმიანში სამელიორაციო ინფრასტრუქტურა 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. „საქართველოს მელიორაციის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, სადაწნეო მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია უტარდება ხიხანისა და შაუმიანის სარწყავ არხებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 3 659 900 ლარს შეადგენს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშოები 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს