სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის ახლობლები ხელვაჩაურის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ

ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის ნათესავები ხელვაჩაურის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ისინი ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძისა და გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაზარალებულმა ოჯახმა ხელვაჩაურის მერიას წინათ არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეების თქმით, ოჯახი დახმარებას ითხოვდა, ხელვაჩაურის მერიამ კი მათ ყურადღება არ მიაქცია.

"ხელვაჩაურის მერის გათავისუფლებას ვითხოვთ. 8 წლის განმავლობაში ერთხელ მოვიდნენ გეოლოგები და გვითხრეს საშიში არ არის აქ ცხოვრებაო. არადა, ცოცხლად დაიმარხა ოჯახი“, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა.

რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)