აჭარაში კორონავირუსისგან 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 154 კოვიდ დადებითი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგიონში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა.

აჭარის Covid კლინიკებში 548 პაციენტია მოთავსებული, აქედან 13 არასრულწლოვანი და 28 ორსულია.

" რეანიმაციაში 53 პაციენტია მოთავსებული. კლინიკებში 63 თავისუფალი საწოლია. Covid სასტუმროებში 765 პაციენტი მკურნალობს, აქედან 53 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან", -აცხადებენ უწყებაში.