გამგებლის ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმმა პედაგოგს ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა და არასრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გამო, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში არასრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გამო კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ახალგორის #1 საშუალო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ვერა კოტოლოვა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ოკუპირებულ დაბაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის საშუალება არ იყო, გუშინ საღამოს გარდაიცვალა. კოტოლოვას ახლობლების ინფორმაციით, ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ახალგორში, თუმცა მათ საშუალება არ მისცეს, რომ პაციენტს ოკუპირებული დაბა დაეტოვებინა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ემკურნალა. აღნიშნული ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც. ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მას შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების საშუალება არ მისცეს.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ახალგორის პირველ სკოლაში და არაერთი თაობა აღზარდა. ვერა კოტოლოვას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა არ მისცეს უფლება, რომ დაეტოვებინა ოკუპირებული დაბა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ესარგებლა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებით. კოტოლოვას გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. სამწუხაროდ, კოტოლოვა პირველი არ არის. ამ უკანონო ქმედებებით და შეზღუდვებით, რაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებას აქვს დაწესებული, სხვა პრობლემების გარდა, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი იქმნება როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)