კორონავირუსის შემთხვევების გამო, რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

რუსთავის #14 საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხევა დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სკოლის დირექტორმა, ინგა გელაშვილმა განაცხადა, კორონავირუსული ინფექცია, თავდაპირველად დაწყებითი კლასის მასწავლებელს და შვილს დაუდასტურდა, რომელიც, მისივე მოსწავლეა, შემდგომ კი სკოლის მანდატურს.

გელაშვილის განცხადებით, მე-14 საჯარო სკოლა მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 317 მოსწავლე და 37 მასწავლებელი იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს