ხელვაჩაურის მერიის შენობაში ხმაური იყო

ხელვაჩაურის მერიის შენობაში ხმაური იყო. სოფელ ჯოჭოში, სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ნათესავები ხელვაჩაურის მერს ჯუმბერ ვარდმანიძეს შეხვდნენ.

აქციის მონაწილეები, ხელვაჩაურის მერს გულგრილობაში ადანაშაულებენ, რადგან სოფელ ჯოჭოში სტიქიის ზონა სათანადოდ არ შეისწავლეს, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

თედორაძეების ოჯახის წევრები გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელთა და ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

„სპეციალისტები მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ და შესწავლის შემდეგ განაცხადეს, რომ აქ ცხოვრება საფრთხეს არ წარმოადგენდა. სამწუხაროდ, მივიღეთ შედეგი, რაც მივიღეთ, ადამიანები ცოცხლად დაიმარხნენ. მოვითხოვთ, პასუხისმგებელი პირების დასჯას",- განუცხადეს აქციის მონაწილეებმა ხელვაჩაურის მერს.

თავის მხრივ, ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ მერიაში ტერიტორიის შესასწავლად არანაირი განცხადება არ არის შესული.

„თქვენ შეგიძლიათ 2008 წლიდან გამოითხოვოთ დოკუმენტაცია და ნახავთ, რომ არანაირი განცხადება შემოსული არ არის",- აღნიშნა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა