ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 208 პაციენტიდან 8-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 208 პაციენტიდან 8-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 44 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში საწოლების რაოდენობა 220-მდე გაიზარდა.

„კლინიკაში მოთავსებული 44 პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, მათზე მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სამწუხაროდ 8 ადამიანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 22 პაციენტს კი ჟანგბადი მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.

კლინიკაში გასული 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხანდაზმულ ქალბატონს სუნთქვის უკმარისობა და სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა“, - აღნიშნა კიკაბიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს