საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 21 შიდა ქართლში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 21 შიდა ქართლში დადასტურდა. შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ახალ შემთხვევებს შორის 4 არასრულწლოვანია.

„გასული 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 18 პირი რეგიონში მცხოვრებია. მათ შორის, კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და ახალქალაქის სკოლების პედაგოგს დაუდასტურდა. ორივე სკოლა უკვე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სამწუხაროდ, ახალ შემთხვევებს შორის 4 არასრულწლოვანია.

სულ, რეგიონის მასშტაბით, ონლაინ სწავლებაზე 5 სკოლაა გადასული. 3 ბაღის გახსნა კი სწორედ ვირუსის გამო გადაიდო. კოვიდინფიცირებულთა ნაწილი მკურნალობას სახლში, ნაწილი კი - კოვიდკლინიკებში განაგრძობს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსულებელმა.

რეგიონის მასშტაბით, მთლიანობაში, კორონავირუსის 138 დადასტურბული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 617 პირი იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა