საჩხერეში 5 სოფლის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საჩხერეში გამყოფი ხაზის 5 სოფლის მოსახლეობა: პერევი, ჯრია, დარყა, ჭალა და სპეთი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 11.5 მილიონი ლარით აფინანსებს. „პროექტი ითვალისწინებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალის და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, რისთვისაც გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავე ნაგებობის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების მოწყობა. დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც. ამ დროისთვის სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემა. ზოგიერთ უბნებში მოწყობილია მცირე, კუსტარული ქსელები და სამარაგო ავზები, რაც არ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს. მოსახლეობა, ძირითადად, სარგებლობს ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით.

პროექტის დასრულების შემდეგ პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე 24- საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს