ოთარ კახიძე - ქუთაისს სჭირდება ფუნქცია და ახალი პერსპექტივა, რათა მოსახლეობას სამუშაოს საძებნელად არ უწევდეს სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში წასვლა

ქალაქს ახალი ფუნქცია და პერსპექტივა სჭირდება, ხოლო „ევროპული საქართველოს“ გეგმა, რეალისტურია და ქუთაისს გარდამტეხ ცვლილებებს პირველივე წელს მოუტანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ, პარტიის მერობის კანდიდატთან, ამირან ძოწენიძესთან ერთად ქუთაიში, გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას სამუშაოს საძებნელად სხვა ქვეყანაში წასვლა არ უნდა უწევდეს.

„დღეს, გამსახურდიას მაცხოვრებლებს გავაცანი ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც არის რეალისტური და ქუთაისს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს პირველივე წელს. ქალაქს სჭირდება ფუნქცია და ახალი პერსპექტივა, რომ მოსახლეობას სამუშაოს საძებნელად არ უწევდეს სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში წასვლა,“ - განაცხადა კახიძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა