ხელვაჩაურის მერიასთან აქციაზე ერთი პირი შეუძლოდ გახდა

ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ მერიის შენობის დატოვებას აქციის მონაწილეების ხმაური მოჰყვა.

ხელვაჩაურის მერიის შენობასთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ხელვაჩაურის მერს მანქანით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციაზე მყოფი ერთი პირი შეუძლოდ გახდა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ კი ტერიტორია დატოვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტის კარის აჭედვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძისა და გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელთა პასუხისმგებლობაში მიცემა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოფელ ჯოჭოში დაზარალებული ოჯახის თხოვნის მიუხედავად, სტიქიის ზონა სათანადოდ არ შეისწავლეს, რამაც ერთი ოჯახის სამი წევრის დაღუპვა გამოიწვია.

ჯუმბერ ვარდმანიძე განმარტავს, რომ ტერიტორიის შესასწავლად ხელვაჩაურის მერიაში განცხადება არ შესულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა