გოჩა ენუქიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხაიშის თემის მოსახლეობასთან გამართა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ხაიშის თემის მოსახლეობასთან გამართა.

გოჩა ენუქიძის თქმით, ხაიშის თემში აშენდა საბავშვო ბაღი, აშენდა სპორტული დარბაზი, რეაბილიტირდა სამედიცინო ამბულატორია, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, აშენდა ნაპირსამაგრი გაბიონები მდინარე ხაიშურაზე და სოფელ ვედში, აშენდა გაღმა ხაიშთან დამაკავშირებელი ხიდი, მოეწყო სატყეო-სამეურნეო გზები. ხაიშის თემის სოფლების მოსახლეობა სარგებლობს სოციალური პროგრამებით და საგადასახადო შეღავათებით, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, მაღალმთიანი სოფლების მხარდაჭერისთვის ხორციელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო