გიორგი ვაშაძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით „ოცნების“ ქმედებები “სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ქმედებები “სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“. როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, შეიქმნება საერთო საზოგადოებრივი კომისია, რომელიც დავით გარეჯის საქმეზე სიმართლეს დაადგენს.

„ყველა განცხადება კარგად აჩვენებს, რომ ეს არის ბინძური, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“. მათ არც დავით გარეჯი, არც ჩვენი ისტორია და კულტურა აინტერესებთ. ერთი რამ აინტერესებთ, როგორ გააგრძელებენ ქვეყნის ძარცვას და ჯიბეში ფულის ჩადებას.

ერთი რამის პირობას ვდებ - როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვებთ, შევქმნით საერთო საზოგადოებრივ კომისიას, დავით გარეჯთან დაკავშირებით სიმართლეს დავადგენთ და აუცილებლად დავით გარეჯი იქნება საქართველოს ნაწილი, ამაზე შევუთანხმდებით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. ამისთვის ვიმუშავებთ, ჩემთვის დავით გარეჯი არის ჩემი და ჩემი ქვეყნის ისტორია“,- განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასაც და აღნიშნა. რომ „ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის ცალსახად ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და მეტი არაფერი“.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა