ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა საკუთარ თავს რუსეთის გარეთ არ განიხილავს

სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვრების დემარკაციის პროცესი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების გამიჯვნა, რესპუბლიკა თავის თავს რუსეთის გარეთ არ განიხილავს,“- ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რუსეთ- “სამხრეთ ოსეთის” ერთობლივი სადემარკაციო კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, ბიბილოვმა „კომისიის“ მუშაობას „მაღალი შეფასება“ მისცა.

„ფაქტობრივად, პროცესის დასრულებისკენ მივდივართ, მაგრამ ეს პროცესები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების გამიჯვნა. ჩვენ არ ვხედავთ სამხრეთ ოსეთს რუსეთის გარეთ, ისევე როგორც არ ვხედავთ ჩრდილოეთ და სამხრეთად გაყოფილ ოსეთს,“- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო