რუსთავში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, რუსთავში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა.

,,ჯერჯერობით ქალაქში საბედნიეროდ არ გვაქვს ისეთი ეპიდსიტუაცია, რომ სკოლების სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხი განვიხილოთ, სრულად დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ორი სკოლაა გადასული, რამდენიმე სკოლაში კი ერთეული კლასები. ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით კონტროლირებადია“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან 20 რუსთავშია.

„ ჯამში 29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 100 უკვე გამოჯანმრთელდა. უმეტეს შემთხევევაში ინფიცირების წყარო ცნობილია, მხოლოდ 2-3 შემთხვევაში გაჭირდა წყაროს დადგენა, თუმცა ეპიდკვლევა გრძელდება“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს