„ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“  მარიამ გელაშვილი გახდა

2020 წლის „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ ყვიბისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გელაშვილი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, "ეტალონი მოსწავლე", ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებს.

„მეორე ადგილზე N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ირინა გელაშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი დვირის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ კუჭუხიძემ დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი N3 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი წარუძღვა.

„ეტალონის“ მონაწილეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა