ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში 132 ტესტი ჩავატარეთ, ინფექცია 30 მათგანს დაუდასტურდა,“- განაცხადა მარინა კოჩიევამ.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით სულ 227 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 137 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა.