ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დასახლებაში არსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები გადაიჭრება. ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იმ პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სააგენტო მათი დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.