არჩილ ჩიქოვანი - 19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ჩიქოვანმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა სრული სიმკაცრით უნდა განახორციელონ კონტროლი ტრასპორტში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, 19 ოქტომბრიდან ბათუმში მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება. შესაბამისად, მუნიციპალურმა სამსახურებმა სრული სიმკაცრით უნდა განახორციელონ კონტროლი ტრასპორტში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით, როგორც მგზავრებთან, ასევე მძღოლებთან მიმართებაში. მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. პირბადის ტარება ქვეყანაში არის სავალდებულო, ამით ჩვენ დავიცავთ როგორც საკუთარ, ასევე ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა მგზავრგადამყვანი კომპანიებისა და ,,ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ რეგულაციები, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდინონ ტრანსპორტის სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება.

„კიდევ ერთხელ განვმეორდები, სანამ ტრანსპორტში ამოსული ყველა მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი. წესრიგის დაცვის პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ მძღოლები და რა თქმა უნდა, კონტროლისა და მონიტორინგის მიმართულებით, მუნიციპალური ინსპექცია“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ამასთან არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ აღდგა, დროულად უნდა განხორციელდეს ოქტომბრის სასურსათო პაკეტების დარიგება და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ბათუმის მერიის ცნობით, მერიაში გამართულ თათბირს, მერის მოაგილე, მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის ,,ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება