რუსთავის „ხარების“ რამდენიმე მოთამაშე თვითიზოლაციაში იმყოფება

სარაგბო გუნდ რუსთავის „ხარების“ რამდენიმე მოთამაშე თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც ,,ხარების“ მთავარი მწვრთნელი მამუკა მინდორაშვილი აცხადებს, 9 ოქტომბერს, რუსთავის „ხარებს“ თამაში ჰქონდა ,,ლოკომოტივთან“, რომლის ერთ-ერთ მორაგბეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

,,ინფიცირებულ მორაგბესთან უშუალო კონტაქტში მყოფი ჩვენი რამდენიმე მორაგბე გადასულია თვითიზოლაციაში. მათ ჯერჯერობით არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. თვითიზოლაციაში მყოფებს ჩაუტარდებათ ტესტირება და თუ უარყოფითი პასუხი იქნება, შეურთდებიან გუნდის ვარჯიშს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ შემდეგ კვირას ვეთამაშებით ,,აკადემიას“. დღევანდელი თამაში გადაიდო, რადგან ,,იუნკერების“ ორ მოთამაშესაც დაუდგინდა კორონავირუსი“, - აცხადებს მამუკა მინდორაშვილი.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025