პანკისის მოსახლეობის ნაწილი ტაჯიკი ბიზნესმენების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

პანკისის მოსახლეობის ნაწილი ტაჯიკი ბიზნესმენების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. ბრალდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები სოფელ დუისში შეიკრიბნენ. მათი განმარტებით, საგამოძიებო ორგანო არასწორ ინფორმაციას ფლობს და დაკავებულების წინააღმდეგ გატაცების და ფულის გამოძალვის ბრალდება არასამართლიანია.

პანკისელები და მათ შორის უხუცესთა საბჭოს წევრები დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ საგამოძიებო უწყებებს თავდებში ჩადგომას სთავაზობენ.

"წესიერი ბიჭები არიან, გვჯერა, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა გატაცება და ფულის გამოძალვა. ახალგაზრდები არიან, შეიძლება იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ წარდგენილი ბრალდება არასწორია. ჩვენ აქ მოვედით მხარდასაჭერად და მათ თავდებში ვუდგებით. ვითხოვთ დაკავებულები გაათავისუფლონ", - აცხადებენ ადგილობრივები.

ამასთან, დუისში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლის ქადაგიშვილი. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივებს ხვდებოდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გაეცნო. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოებს ენდობა და გამოძიების ობიექტურობის იმედი აქვს.

საქმე ეხება, მიმდინარე წელს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებას. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში. დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა