თამარ გაბუნია - აჭარაში კოვიდკარანტინში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან  დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

აჭარაში კოვიდკარანტინში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალის გარდაცვალება თრომბოემბოლარულმა გართულებამ გამოიწვია.

თამარ გაბუნიას თქმით, კვლევის შედეგ გარდაცვალების დეტალები გახდება ცნობილი.

„მედიცინაში რთულია 100 პროცენტიანი გადაზღვევა რისკების, გამონაკლისი აუცილებლად იქნება და ამისთვის არსებობს ტრენინგები, მთავარია ზედმეტად არ გარისკონ ექიმებმა და ვისაც სტაციონარი სჭირდება, არ მოხვდეს ბინაზე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, პირველადი დაკვირვებით სახეზე იყო თრომბოემბოლური გართულება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალური სურათი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი",-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, გუშინ, კოვიდკარანტინში 41 წლის ქალი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: აჭარაში კოვიდკარანტიში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო