დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საზოგადოებაზე და ცდილობს არჩევნების მეორე პლანზე გადაწევას

„ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საზოგადოებაზე და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს არჩევნების მეორე პლანზე გადაწევას.

ჭიჭინაძის შეფასებით, „ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი მადესტაბილიზირებელი თვითონ „ქართული ოცნებაა”.

„გარდა იმისა, რომ დღემდე 2012 წელს ებრძვის, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ საზოგადოებაზე და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ არჩევნები გადაწიონ მეორე პლანზე. პირადად გახარიას რაც ეხება, პრემიერია, მაგრამ თავად არ იცის რომ პრემიერია. ზოგადად კი, „ ოცნების“ საქმე მას მერე წავიდა განსაკუთრებით უკან და უკან, რაც გახარიამ დაიწყო „ოცნებაში“ ძალის მოკრება. ყველა კრიზისული სიტუაცია, რომელიც გახარიას დროს იყო შექმნილი, ისე დასრულდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სახე. თუმცა, როგორც კი შეატყობს რომ მისი რეიტინგი ეცემა, დაიბარებს „ევროპული საქართველო“, მერე „დაჩაგრავს“ მათ და სპექტაკლიც შემდგარია”, - განაცხადა ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ