ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც წუხან იმაზე, რომ შესაძლოა ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ცდილობენ თემა შემოიტანონ, ხომ არ  გადაიდოს არჩევნები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადადებაზე მმართველ გუნდში საკითხი არ განხილულა და არც განიხილება.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნებისთვის" უმთავრესი საზოგადოების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაა, ამიტომ პარტია მისი გეგმის ფარგლებში ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებამ არჩევნებამდე და არჩევნების დღესაც მაქსიმალურად უსაფრთხოდ იცხოვროს.

მისი თქმით, არჩევნების დღეს გატარდება ყველა ზომა და დაკმაყოფილდება ყველა საერთაშორისო სტანდარტი, იმისათვის, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს და თითოეულ მოქალაქეს მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ისინი ვინც არჩევნების გადადებაზე საზოგადოებაში საკითხის შემოტანას ცდილობენ, გულწრფელები არ არიან და რეალურად, საზოგადოების ჯანმრთელობა არც აწუხებთ.

„ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით პულსი არ ესინჯებათ და წუხან იმაზე, რომ შესაძლოა ვერ მოხვდნენ პარლამენტში, მაგალითად როგორიცაა „ლელო" და ა.შ. ეს ადამიანები ახლა ცდილობენ, საზოგადოებაში, მედიაში თითქოს თემა შემოიტანონ - ხომ არ გადაიდოს არჩევნები. მათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა კი არ აწუხებთ, არამედ წლების განმავლობაში არაერთი მათგანი საზოგადოების საწინააღმდეგო მოქმედებებით იყო დაკავებული", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა